galaxy
galaxy
trophy

მოდი, ვითამაშოთ!

ფრთხილად შეარჩიეთ ამბები!

მოთამაშე რედაქტორის როლს ირგებს და სარედაქციო გადაწყვეტილებებს იღებს, თუ რომელ ინფორმაციას გამოაქვეყნებს გაზეთში და შესაბამის ღილაკს აჭერს ხელს. ახალი ამბების შერჩევისას მოთამაშემ უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი კრიტერიუმებით:

1. პასუხობს თუ არა ამბავი კითხვებს: ვინ, რა, სად, როდის, რატომ და როგორ?

2. დაბალანსებულია თუ არა ინფორმაცია და წარმოდგენილია თუ არა სულ მცირე 2 დამოუკიდებელი წყარო?

3. შეესაბამება თუ არა სათაური ტექსტს?

4. ვიზუალი რეალურია თუ AI გენერირებული?

თითოეულ კითხვას, პასუხის შემდეგ, სარედაქციო გადაწყვეტილების დასაბუთება მოსდევს. იმისათვის, რომ მოთამაშემ თამაშის წარმატებით დასრულება შეძლოს, 14-დან 10 შეკითხვას მაინც სწორად უნდა უპასუხოს. თამაშის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, რედაქტორი გაზეთის ელექტრონული ვერსიის გამოცემას შეძლებს. წარმატებულ რედაქტორს გაზეთის PDF ფორმატში ჩამოტვირთვა შეეძლება. თუ სწორი პასუხები 10-ზე ნაკლებია, რედაქტორი გაზეთის გამოქვეყნებას ვერ შეძლებს.

წინამდებარე თამაში მომზადდა დოიჩე ველე აკადემიისა და MDF-ის მიერ განხორციელებული ConMeCo პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. ამ თამაშის შინაარსი გუნდ pressCraft-ის პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.